მოგესალმებით,
ფურუნკული კანის ჩირქოვანი ინფექციის ერთ-ერთი სახეა. მის გამომწვევებს შორისაა კანის დამცველობითი ფუნქციის დაქვეითება.
ფურუნკულის წარმოქმნას ხელს უწყობს: ჰიგიენის წესების დაუცველობა, იმუნიტეტის დაქვეითება და ა.შ.
როგორც მოგვითხრობთ ჩაიტარეთ ლაბორატორიული კვლევა და შაქრიანი დიაბეტი გამოირიცხა.
დამატებით საჭიროა ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიული კვლევა და იდენტიფიცირებული მიკრობის ( სტაფილოკოკი,სტრეპტოკოკი ან სხვ.) შესაბამისი ანტიმიკრობული თერაპიის დანიშვნა.
უნდა მიმართოთ დერმატოლოგს ან ინფექციონისტს.
მანამდე კი მოგცემთ ზოგად რეკომენდაციას:
- დაიცავით ჰიგიენა;
- დაბანის დროს ეცადეთ, ფურუნკული არ დასველდეს;
- არ შეეხოთ ფურუნკულს დაუბანელი ხელით;
- არ გაიღიზიანოთ თითების მოჭერით ან ნემსით.
რაც შეეხება რინოპლასტიკას, ვფიქრობთ ინფიცირებული უბნის ლიკვიდირებამდე სასურველი არაა ოპერაციის ჩატარება, თუმცა ცხადია, აღნიშულ საკითხზე უნდა გაესაუბროთ თქვენს ოტო–რინო–ლარინგოლოგს.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/23
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!