მოგესალმებით,
იქიდან გამომდინარე, რომ ბიკინის ზონა შედარებით მგრძნობიარე ადგილია, პარსვის და დეპილაციის შემდეგ, ასეთ კანზე გამოყენებული უნდა იქნას დამაწყნარებელი და დამცველი ემულსია.
გამონაყარის მიზეზი ძირითადად პარსვის წესების დარღვევაა. ჩირქოვანი „სიმაგრე“ კი კანის ინფიცირებაზე მიუთითებს .
ასევე, გაპარსვის წინ აუცილებლად დარწმუნდით, რომ სამართებლის პირი ბასრია. ბლაგვი სამართებლით პარსვა აუცილებლად გამოიწვევს კანის გაღიზიანებას და ჭრილობებს. გაითვალისწინეთ, რომ ერთჯერადი სამართებლების რესურსი 2-3 გაპარსვაა.
აღნიშნული ჩივილის ჰიპოთირეოზთან კავშირს, ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ.
რეკომენდაციისათვის უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.
აღნიშნული სპეციალისტი ამ ეტაპზე არ გვყავს ცენტრში, ამიტომ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯამრთელობას !