ბრტყელი ლიქენი - დერმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა მაქვს წითელი ბრტყელი ლიქენი დერმაკომბინი მქონდა რამოდენიმე წლის წინ დანიშნული ეხლა დეფიციტშია და მის ნაცვლად რა შემიძლია ვიხმარო?
პასუხი:

მოგესალმებით,
ბრტყელი ლიქენი იმუნური სისტემის მიერ კანისა და ლორწოვანი ზედაპირების დაზიანების შედეგია. ამ პათოლოგიური რეაქციის მიზეზი უცნობია. ბრტყელი ლიქენი არ გადაგედებათ და ვერ გადასდებთ სხვა ადამიანს. პაციენტების უმეტესობა აღნიშნავს ტიპიურ, მსუბუქ შემთხვევებს, რომლებიც ურეცეპტო წამლებითაც ექვემდებარება მკურნალობას.
თქვენს მიერ აღნიშნული „დერმაკომბინი“ ანაბოლური სტეროიდია, ანუ ჰორმონული პრეპარატი, რომლის ანალოგიც პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის ზუსტი გათვალისწინებით, სპეციალისტის მიერ უნდა შეირჩეს.
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელმაც ადრე მოგცათ რეკომენდაცია, ან – სხვა დერმატოლოგს.
ცენტრში აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს, ამიტომ სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა