კითხვა: გამარჯობა,კისერთან მაქვს ამობერილი რგოლივიყ, მაგარია და არ მოძრაობს.უკვე მეექვსე დღეა არც ფორმას არც ზომას არ იცვლის' გადავიღე ეხო და ნაკბენიაო მწერის სავარაუდოდ და ამიტომ გადიდდა ლიმგური კვანძიო. დაწითლებული მაქვს მაგრამ არც კბენა მიგრძვნია არაფერი. მაინტერესებს ამდენ ხანს შეიძლება იყოს გადი დებული ლინფური კვანძი? გარედან დაცხრა ყველაფერი ოდნავი სიწითლე მაქვს მაგრამ ეს რგოლი არ პატარავდება. რამდენად სწორი შეიძლება იყოს ეხოსკოპიის პასუხი?
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც თქვენი ექოსკოპიური კვლევის შედეგად დადგინდა, საქმე ეხება ნაკბენს. როგორც აღნიშნავთ გაქვთ დაწითლებული. შესაბამისად, ანთებითი პროცესი მცირედ, მაგრამ მაინც მიმდინარეობს.
ზოგადად ლიმფური კვანძები ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს.
ლიმფური კვანძის გადიდება მის მიერ კონტროლირებად ზონაში პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია. ეს პათოლოგიური პროცესი უმეტესად ინფექციური ხასიათისაა.
ამიტომ, როდესაც ანთებითი კერა თანდათანობით დაიწყებს ჩაცხრომას, ლიმფური კვანძიც ნელ–ნელა დაპატარავდება.
გირჩევთ, მიყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციას.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა