ტრიდერმის კრემი - დერმატოლოგია

კითხვა: შეიძლება თუ არა ტრიდერმის კრემის აკნეს სამკურნალოდ გამოყენება
პასუხი:

ტრიდერმის კრემი გამოიყენება: დერმატოზებით გამოწვეული ანთებითი მოვლენების საწინააღმდეგოდ, რომელიც ექვემდებარებიან გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიას და გართულებულია მეორადი ინფექციით, რომელიც გამოწვეულია პრეპარატის კომპონენტებისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით და სოკოებით.
ბეტამეთაზონს გააჩნია ანთების, ქავილის საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიექსუდაციური მოქმედება.
კლოტრიმაზოლი ეფექტურია ტერფის ეპიდერმოფიტიის, საზარდულის დერმატომიკოზის, კანის დერმატომიკოზის (გამომწვეველი Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis), კანდიდოზების (გამომწვევი Candida albicans) მკურნალობისათვის.
გენტამიცინისადმი მგრძნობიარეა: Streptococcus (ბეტა-ჰემოლიზური, ალფა-ჰემოლიზური) ზოგიერთი შტამი, Staphylococcus aureus (კოაგულაზა დადებითი, კოაგულაზა უარყოფითი და ზოგიერთი პენიცილინაზაწარმომქმნელი შტამები), გრამუარყოფითი ბაქტერიები: Pseudomonas aeruginosa, Aerobacter aerogenes, Escherichia coli, Proteus sp., Klebsiella sp. და სხვა.

თუ თქვენ თვითნებურად აპირებთ მის გამოყენებას, კატეგორიულად დაუშვებელია!

პირველ რიგში, აუცილებელია დიაგნოსტირება და შემდეგ, შესაბამისი მკურნალობის შერჩევა !

გირჩევთ, მიმართოთ დერმატოლოგს კონსულტაციისთვის.

მადლობას გიხდით ნდობისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა