მოგესალმებით!
ძნელია დისტანციურად ისეთი დაავადების მკურნალობა,როგორიც ტერფის სოკოა ,მაგრამ ვითვალისწინებთ იმას ,რომ ვერც ექიმთან მიდიხართ და ალბათ დიდხანს ვერც სამშობლოში დაბრუნდებით , ამიტომ მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას .
თუ ნამდვილად ტერფის სოკოსთან გვაქვს საქმე, მაშინ მასთან ბრძოლის მიზნით აუცილებელია, ყოველდღე დაიბანოთ ფეხები და იცვალოთ წინდები. დაბანილი ტერფები, პირსახოცით კარგად გაიმშრალეთ. უნდა ერიდოთ ფეხების გაოფლინებას.
გარდა ამისა აუცილებელი ფეხსაცმლის სპეციალური დამუშავება – ფეხსაცმელები გულდასმით დაამუშავეთ ძმრის ესენციაში დასველებული ბამბის ტამპონებით. თავდაპირველად გარეცხეთ გარედან, შემდეგ შიგნით: ჩადეთ ტამპონი ფეხსაცმლის ,,ცხვირში” და ჰერმენტულად შეფუთეთ ცელოფნის პარკში 24 საათით. ამის შემდეგ ფეხსაცმელი გაანიავეთ და გაწმინდეთ ნიშადურის სპირტით , სუნის გასანეიტრალებლად.
ადგილობრივი მოქმედებისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ "ლამიზილის" კრემი.
ეგზემის სამკურნალო პრინციპებიც იგივეა, ასეთ დროს ინიშნება თეთრი ან წითელი „კასტელანის“ ხსნარები, რომელსაც აქვს ამქერცლავი ეფექტი.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: ვარ ემიგრანტი არ ვიმყოფები საქართველოში.იქნებ მირჩიოთ ფეხის სოკოსთვის ამავდროულად ფეხის ტერფის ეგზემისთვის რა შემიძლია გამოვიყენო.აქ ექიმთან ვერ მივდივარ.წინასწარ მადლობ.
პასუხი: