გამონაყარი, ქავილი ბავშვებში - დერმატოლოგია

კითხვა: 9 წლის ანანოს პირველად ქონდა გამონაყარი და ქავილები..მერე ცოტა მკურნალობის შემდეგ ჩაცხრა...ეხლა საშინლად ექავება ბავშვს ძილი არ აქვს...თავიდან ფეხამდე ყველგან ექავება...გამონაყარი არაქვს...რა უნდა გავაკეთოთ ვის მივმართოთ..ისე ჭამა უყვარს...მეცოდება ბავშვი...გთხოვთ დამაკვალიანოთ გმადლობთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ბავშვთა ასაკში ხშირად გვხვდება ალერგოდერმატოზი, რომლის ყველაზე გავცელებული გამოვლინებაა ატოპიური დერმატიტი, იგივე ატოპიური ეგზემა.
კანის ალერგიის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი, რომელმაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ბავშვს ალერგია აქვს, ქავილია. გარდა ამისა, ალერგიულ ბავშვს მცირე ასაკიდანვე აღენიშნება კანის სიმშრალე, სიწითლე, გამონაყარი შუბლზე, ლოყებზე, აქერცვლა.
ალერგია შეიძლება ვიეჭვოთ მაშინაც, როცა დაავადება ქრონიკულ ხასიათს იღებს, მწვავდება რომელიმე საკვების მიღების ან ალერგენთან კონტაქტის შემდეგ, ანდა მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს. ალერგიულ დაავადებას ხშირად თან სდევს ემოციური ლაბილურობა, აღგზნება, უძილობა.
სახლის პირობებში, შეგიძლიათ მოარიდოთ ბავშვი უხეშ საპნებს და სხვა გამღიზიანებლებს, გამოიყენეთ სამედიცინო კრემები და მალამოები.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში დერმატოლოგს, მიზეზის დადგენისთვის და შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა