კითხვა: გამარჯობა მაქვს ფლორიაზი გავიკეთებ გადასხმას ჩაწყნარდება გადის თვები და ისევ იჩენს თავს დავიტანჯე ნუთუ საშველი არ აქვს?
პასუხი:

მოგესალმებით, ფსორიაზი კანის გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც იცვლება კანის უჯრედების სიცოცხლის ციკლი. ფსორიაზი იწვევს უჯრედების დაგროვებას კანის ზედაპირზე.
ფსორიაზის გამომწვევი მიზეზი სრულად არ არის ცნობილი, თუმცა სავარაუდოდ არსებობს იმუნური სისტემის პრობლემა. უფრო კონკრეტულად, ჩართულია სისხლის თეთრი უჯრედის ერთ–ერთი ტიპი– T ლიმფოციტი. ნორმაში, ეს უჯრედი მთელ ორგანიზმში ებრძვის ბაქტერიებსა და სხვა უცხო მიკროორგანიზმებს. თუ გაქვთ ფსორიაზი, ლიმფოციტი "შეცდომით" ებრძვის საკუთარი ორგანიზმის ჯანსაღ უჯრედებს, როგორც ხდება ხოლმე ინფექციის შემთხვევებში.
მკურნალობის მთავარი მიზანი, კანის უჯრედების დაგროვების სიჩქარის შენელებაა.
ცხოვრების სტილის ცვლილებები და კანის მზეზე მცირე ხნით მოხვედრა ზოგჯერ ამსუბუქებს სიმპტომებს.
ფსორიაზის მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია. ბოლო პერიოდში გამოჩნდა ახალი მეთოდები და დამაიმედებელი შედეგები, თუმცა ჩვენი კლინიკა არ ფლობს დერმატოლოგიურ სერვისს და შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ შევძლებთ თქვენს დახმარებას.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა