კითხვა: გამარჯობა. ვარ 19წლის. 2დღის წინ სახეზე ლოყასთან გამიჩნდა მუწუკი, (ჩვეულებრივ ხშირად რომლებიც ჩნდება მაგ სახის არა). შეინიშნებოდა ოდნავი სიწითლე. ზომაში არ მომატებულა,მაგრამ სიწითლემ მოიმატა და რას მირჩევთ რა შეიძლება წავისვა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი:
მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში ვერ მოგახსენებთ ზუსტ პასუხს.
აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან, რათა მოხდეს დიფერენცირება რა ტიპის გამონაყარს ეხება საქმე.
ჰერპესულია, ძირმაგარაა, ალერგიულია, ფურუნკულია თუ ა.შ.
კანის დაავადებების განვითარებას, ხელს უწყობს ჰიგიენის წესების უგულებელყოფა, გამონაყარის თუნდაც უმნიშვნელო მოუვლელობა, თვითმკურნალობა, გამონაყარის "წვალება" და ა.შ.
უმჯობესია მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც მოგცემთ შესაბამის რეკომენდაციას.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღნიშნული ექიმი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !