მოგესალმებით,
მეჭეჭი მცირე ზომის წანაზარდია კანზე, რომელიც ყველაზე ხშირად თითებსა და მტევანზე ჩნდება. შეხებისას უხეში ზედაპირი და მცირე ზომის შავი წერტილების განვითარება ახასიათებს მეჭეჭებს. ეს შავი წერტილები მცირე ზომის, დახშული სისხლძარღვებია.
მეჭეჭებს სხვადახვა ვირუსი იწვევს და გადამდებია შეხებით, თუმცა თითოეული ადამიანის იმუნური სისტემა სხვადასხვაგვარად პასუხობს პაპილომავირუსით ინფიცირებას, ამიტომ ყველა ადამიანს არ გადაედება მეჭეჭი კონტაქტის შემთხვევაში.
ნუ შეუდგებით თვითმკურნალობას, საკონსულტაციოდ აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს. გახსოვდეთ, მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს, რა ტიპისაა წარმონაქმნი (საერთოდ, მეჭეჭია თუ არა) და დაგინიშნოთ რაციონალური მკურნალობა.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს და ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა. მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის სახსარზე მაქვს ბურთულის ფორმის წანაზარდი, რომელიც მტკივდება იმ შემთხვევაში თუ ძალა დაადგება ამ წანაზარდს, ან ხელი მომიხვდება ან დავაწვები. რას მირჩევთ, შეიძლება საშიში იყოს?
პასუხი: