წითელი ბრტყელი ლიქენი - დერმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მე მაქვს წითელი ბრტყელი ლიქენი და მაინტერესებს რამდენ ხანში იკურნება ან საერთოდ თუ იკურნება და ანტიბიოტიკები ინიშნება თუარა თუ მხოლოდ ვიტამინები და იმუნიტეტის გასაძლიერებელი უნდა
პასუხი:

მოგესალმებით,
წითელი ბრტყელი ლიქენი ქრონიკული დაავადებაა, იგი იმუნური სისტემის მიერ კანისა და ლორწოვანი ზედაპირების დაზიანების შედეგია. ამ პათოლოგიური რეაქციის მიზეზი უცნობია. ბრტყელი ლიქენი არ გადაგედებათ და ვერ გადასდებთ სხვა ადამიანს. პაციენტების უმეტესობა აღნიშნავს ტიპიურ, მსუბუქ შემთხვევებს, რომლებიც ურეცეპტო წამლებითაც ექვემდებარება მკურნალობას.
განასხვავებენ შემდეგ ფორმებს:

  • ტიპიური;
  • ჰიპერკერატოზული;
  • ექსუდაციურ-ჰიპერემიული;
  • ეროზიულ-წყლულოვანი;
  • ბულოზური;
  • ატიპიური.

დაავადების მკურნალობისათვის საჭიროა:

  • ინფექციის კერების სანაცია;
  • გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა;
  • ანტიბიოტიკების კურსი – დაავადების პროგრესირებისას;
  • კრიოდესტრუქცია და ა.შ.

დაავადების მკურნალობა ტარდება კომპლექსურად, იმ მიზეზების აღმოფხვრით, რამაც მოახდინა მისი პროვოცირება. მკურნალობის მეთოდი უნდა განსაზღვროს დერმატოლოგმა.
მკურნალობის შემდეგ მიიღწევა ხანგრძლივი რემისია.
ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა