მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, ჩატარებული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია, შესაძლოა კანის გამოშრობა და გაუხეშება, ამ ფაქტორიდანაც გამომდინარეობდეს. თუმცა, ხშირად მშრალი კანის არსებობა განპირობებულია სხვადასხვა სახის დერმატოლოგიური და ზოგადი პათოლოგიური მდგომარეობებით.
გირჩევთ, ჩვეულებრივი საპონი შეცვალოთ თხევადი საშუალებით (შხაპის გელი მშრალი კანისთვის). იგი უკეთ უნარჩუნებს კანს სინოტივეს.
აუცილებელია სწორად იყოს შერჩეული თანამედროვე დეტერგენტები, რომლებიც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფენ კანის ოპტიმალურ გაწმენდას, ხოლო, მეორეს მხრივ, რქოვანა შრის ლიპიდების შენარჩუნებას.უმჯობესია, მიმართოთ დერმატოლოგს , რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ცენტრში არ გვყავს ცენტრში .
რაც შეეხება კანის სიმშრალის ფარისებრ ჯირკვალთან კავშირს ,საჭიროა კალციუმის ცვლის გამოკვლევა და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია .ამ მიზნით ,გირჩევთ,მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს .
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: წვივზე,წინა მხრიდან კანი მაქვს გაუხეშებული,ფორთოხლის კანის მაგვარი,კრემები არ მშველის,მაქვს ფარისებრის ოპერაცია გაკეთებული,ვიღებ ეუთიროქს,ვის მივმართო კანის ექიმს?
პასუხი: