კითხვა: გამარჯობა. გთხოვთ მიპასუხოთ , რამ შეიძლება გამოიწვიოს მარცხენა იღლიაში ლაქები.რამოდენიმე და ღია ფერის
პასუხი:
მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა სავარაუდოდ ჩივილის გამომწვევია დარღვეული პიგმენტაცია. მისი გამომწვევი კი შესაძლოა, რომ იყოს:
- სოკოვანი ინფექცია;
- ულტრაიისფერი სხივების მოქმედება;
- ხანგრძლივად მიმდინარე ანთებითი პროცესი;
- ვიტამინების დეფიციტი;
- ჰორმონული დისბალანსი;
- მიკროელემენტების ნაკლებობა და ა.შ.
გირჩევთ მიმართოთ დერმატოლოგს. აღნიშნული სპეციალისტი, ამ ეტაპზე არ გვყავს კლინიკაში, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/23
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!