მოგესალმებით,
ქეილიტი წარმოადგენს ტუჩების ანთებით დაავადებას, რომელიც აზიანებს, როგორც თვით ლორწოვან გარსს, ისე ტუჩების წითელ ყაეთანს.
დაავადება ხასიათდება მხოლოდ ტუჩების წითელი ყაეთნის დაზიანებით, რომელსაც თან ახლავს აქერცვლა. არსებობს ორი ფორმის ქეილიტი:
- მშრალი ფორმის დროს პაციენტს აწუხებს ტუჩების სიმშრალე, წვა, წარმოიქმნება ქერცლი, რომელსაც, ძირითადად, იკვნეტენ. ასეთი მდგომარეობა გრძელდება წლობით. დათვალიერების დროს მოჩანს ქერცლები წამოწეული კიდეებით, რომლებიც მჭიდროდ არის მიკრული ცენტრში წითელ ყაეთანთან. ქერცლის მოცილების შემდეგ წარმოიქმნება მკვეთრი ჰიპერემიული კერა. 5-7 დღის შემდეგ ქერცლები კვლავ წარმოიქმნება.
- ექსუდაციური ფორმა ხასიათდება გამოხატული მტკივნეულობით, ტუჩების შეშუპებით, ქერქების ჭარბი წარმოქმნით, რომელიც ართულებს მეტყველებას და საკვების მიღებას. დათვალიერებისას აღინიშნება კლეინის ჰიპერემიული ზონა, ზოგჯერ - შეშუპება, ქერქებს აქვთ მონაცრისფრო-ყვითელი ფერი.
მნიშვნელოვნად გამოხატული ექსუდაციური მოვლენების დროს, ზოგჯერ ქერქები ჩამოკიდებულია წინსაფრის სახით, რადგან არ ზიანდება ტუჩების წითელი ყაეთანი კანის საზღვართან.
მკურნალობის დროს ექსფოლიაციური ქეილიტის ექსუდაციური ფორმა შეიძლება გარდაიქმნას მშრალ ფორმად.
შეგიძლიათ წაისვათ ტუჩის ანტისეპტიური საცხი/ბალზამი ( მოიკითხეთ აფთიაქებში), გამომწვევი მიზეზის დასადგენად და სამკურნალოდ კი, გირჩევთ, მიმართოთ პირველ რიგში სტომატოლოგს, შემდეგ კი დერმატოლოგს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!