კითხვა: გამარჯობა ჩემს გოგოს რიმელიცაა 7წლის თავზე გამოუვიდა მუწუკის მაგვარი რაღაც.თავი მომხმარი აქვს და ოდნავ შეშუპებულია ეგ მუწუკი.რისი ბრალი იქნება და როგორ მოვიქცე?
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარია ძირმაგარაზე, რომელიც კანის ჩირქოვანი ინფექციის ერთ-ერთი სახეა.
მის გამომწვევებს შორისაა კანის დამცველობითი ფუნქციის დაქვეითება.
ასევე, წარმოქმნას ხელს უწყობს ჰიგიენის წესების დაუცველობა, იმუნიტეტის დაქვეითება და ა.შ.
პირველ რიგში სასურველია, თავი აარიდოთ თვითმკურნალობას.
მიმართეთ ოჯახის ექიმს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში დერმატოლოგს.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა