მოგესალმებით!
ქავილი შეიძლება სხეულის ნებისმიერ უბანზე იგრძნოთ. ის შეიძლება იყოს:
- საერთო - როდესაც ქავილი ვრცელდება მთელ სხეულზე
- ადგილობრივი - როდესაც ქავილი ვრცელდება გარკვეულ უბანზე.
მსუბუქი, ხანმოკლე ქავილი ძალზე გავრცელებულია, მაგრამ პრობლემა იშვიათად შეიძლება სერიოზული და ძალიან გამაღიზიანებელი იყოს.
გამომწვევი მიზეზებია:
- კანის პათოლოგიები - ეგზემა;
- ალერგიები ან კანის რეაქციები;
- პარაზიტული ინვაზიები - მუნი;
- სოკოვანი ინფექციები;
- ჰორმონული ცვლილებები;
- სისტემური დაავადებები (ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები).
ზოგჯერ ქავილი ხანგრძლივი და ინტენსიურია. როცა იქავებთ, ქავილი იმატებს, ხოლო მომატებული ქავილის გამო, კიდევ უფრო მეტს იქავებთ. ეს პროცესი ქმნის ქავილის სურვილისა და მოქავების ციკლს, რომელიც გადაიზრდება მოქავების გაძლიერებაში და შესაძლოა გართულდეს კანის დაზიანებითა და ინფექციით.
პირველ რიგში მნიშვნელოვანია, ქავილის გამომწვევი მიზეზის დადგენა, რისთვისაც უმჯობესია მიმართოთ დერმატოლოგს.
ამ ეტაპზე აღნიშნული ექიმი არ გვყავს კლინიკაში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!