ვიზიტი დერმატოლოგთან - დერმატოლოგია

კითხვა: ზურგზე ერთ ადგილას გამიჩნდა მუქი ლაქა. ზომით დაახლოებით კვერცხის ხელა. ხანდახან მექავება, ოღონდ არა ძალიან შემაწუხებლად. რა შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად, უშუალო ვიზიტს გარეშე, როდესაც აუცილებელია ლაქას ვიზუალურად შეფასება , რთულია ზუსტი პასუხის გაცემა, ეს შესაძლოა იყოს როგორც ნაირფერი პიტირიაზი (კანის სოკოვანი ინფექცია), ისე ჰელმინთოზი (ამის გამოსარიცხად უნდა გაკეთდეს განავლის ანალიზი ჭიის კვერცხებზე).
დასაზუსტებელია, თქვენი პიგმენტი დიდი ლაქაა თუ შედგება პატარ–პატარა ლაქებისაგან, სხეულის სხვა ადგილებში, მაგ: კისერზე, გულ–მკერდის არეზე, მუცლის არეზე, ხომ არ ამჩნევთ პატარა პიგმენტებს, შესაძლოა ეს იყოს თეთრი, ვარდისფერი, ღია ან მუქი ყავისფერი.
აბანოს შემდეგ, იცვლის თუ არა ფერს, არის თუ არა აქერცვლადი და ა.შ.
ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ დერმატოლოგს, რათა დადგინდეს და დაზუსტდეს რა ტიპის ლაქასთან გვაქვს საქმე.
ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე არ გვყავს დერმატოლოგი, სწორედ ამიტომ, სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა