ვიზიტი დერმატოლოგთან - დერმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მინდა გავიგო თუ როგორ ვუმკურნალო წითელასგან დატოვებულ შრამს მუწუკის სახით.. არის სახის ასრეზე კონკრეტულად შუბლზე .. არის მხოლოდ ერთი მაგრამ არის მოზრდილი ამიტომ მიქმნის დისკომფორტს ... რა საშუალებას მივმართო როგორ ვიმკურნალო ? არის იმის შესაძლებლობა რომ მოვიშორო ლაზერის გარეშე... ვისვამ ყოველ დღე 5%-ან იოდს იმ ადგილზე მასიურად რადგან ვფიქრობ რომ დაწვავს იგი ამ მუწუკს ... სწორია თუ არა ეს საშუალება? მადლობთ წინასწარ :))
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, იოდი გამოიყენება, როგორც ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული საშუალება ქსოვილებისა და ლორწოვანი გარსების ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, შესაბამისად იგი გამონაყარის ან ნაწიბურის „მოშორებაში“ ვერ დაგეხმარებათ.
მიმოწერის რეჟიმში ვერ მოგახსენებთ, ე.წ. ლაზერის გარეშე იქნება თუ არა შესაძლებელი მკურნალობა.
უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც შეაფასებს ამჟამინდელ მდგომარეობას და მოგცემთ მითითებას მკურნალობის მეთოდის შესახებ.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/23 

ამ ეტაპზე დერმატოლოგი არ გვყავს კლინიკაში, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა