კითხვა: გამარჯობა.შეიძლება თუ არა პაპილომების მოწვა. არის პატარები ბევრი და ერთი დიდი. რას მირჩევთ
პასუხი:

მოგესალმებით,
პაპილომების, რომლებიც კანის ზედაპირიდან გამოწეული ფორმის ხორცმეტებია, (კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები), გამომწვევია ზოგიერთი ტიპის ვირუსი. მათ ძირითადად კანის ფერი აქვთ, იშვიათად კი ყავისფერი.
თუ პაპილომის საფუძველი ზიანდება, ვითარდება მისი ანთებითი პროცესი.
სწორედ ხშირი ტრავმატიზმის, ინფიცირებისა და ესთეტიკური ჩვენებების გამო, ხდება პაპილომების მოცილება.
გირჩევთ, არ შეუდგეთ თვითმკურნალობას და საკონსულტაციოდ აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს. მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია დაგინიშნოთ რაციონალური მკურნალობა.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს და ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა