მოგესალმებით,
ვიტილიგო ვითარდება კანის დაზიანებულ ადგილებში მელანინის ნაკლებობის შედეგად.
დაავადების მიმდინარეობისას კანის სხვადასხვა უბანზე თანდათანობით ჩნდება დეპიგმენტირებული ლაქები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ზრდისა და შერწყმისაკენ.
ვიტილიგოს იდენტიფიცირება ხდება ექიმის მიერ ფიზიკური გასინჯვის შემდეგ. თქვენ ასევე შეიძლება გკითხონ ოჯახის სამედიცინო ისტორიის შესახებ და მოქმედებს თუ არა თქვენს თვითშეფასებაზე დაავადება.
რთულია დაავადების პროგრესირების წინასწარ განსაზღვრა. ხანდახან ლაქების გაჩენა მკურნალობის გარეშე წყდება. უმეტეს შემთხვევაში დეპიგმენტაცია ვრცელდება და საბოლოოდ ვლინდება მთელ სხეულზე. იშვიათად, კანს უბრუნდება თავისი ფერი.
საჭიროა მოხდეს დიფერენცირება, ვიტილიგოსა და პიტირიაზს შორის, ამისთვის კი , უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.
ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: 5 6 წელია კანზე ზაფხულობით მიჩნდება მოყავისფრო ლაქები სალიცინის სპორტს და კოტრიმაზოლის მოხმარების შემდეგ ძირითადად მიქრებოდა წელს დამრჩა და თან თეთრი კოპლებივით გადამექცა შეიძლება თუ არა ვიტილიგო იყოს. და რისი გაკეთება შემიძლია. თუ ვიტილიგოა საშიშია.
პასუხი: