კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს რა მალამო გამოიყენება ბიკინის ზონაში გამონაყარის დროს . გმადლობთ
პასუხი:
მოგესალმებით,
იქიდან გამომდინარე, რომ ბიკინის ზონა შედარებით მგრძნობიარე ადგილია, პარსვის და დეპილაციის შემდეგ, ასეთ კანზე გამოყენებული უნდა იქნას დამაწყნარებელი და დამცველი ემულსია.
გამონაყარის მიზეზი ძირითადად პარსვის წესების დარღვევაა.
ასევე, გაპარსვის წინ აუცილებლად დარწმუნდით, რომ სამართებლის პირი ბასრია. ბლაგვი სამართებლით პარსვა აუცილებლად გამოიწვევს კანის გაღიზიანებას და ჭრილობებს. გაითვალისწინეთ, რომ ერთჯერადი სამართებლების რესურსი 2-3 გაპარსვაა.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, რეკომენდაციისათვის უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.
აღნიშნული სპეციალისტი ამ ეტაპზე არ გვყავს ცენტრში, ამიტომ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯამრთელობას!