ფრჩხილის დისტროფია - დერმატოლოგია

კითხვა: მოგესალმებით , თქვენი გულისხმიერების იმედით მოგმართავთ , მყავს 20 წლის ვაჟი, რომელსაც მოულოდნელად ხელის ფრჩხილებზე წარმოექმნა პრობლემა , კერძოდ, ფრჩხილის ნაწილი გათეთრდა და დაცილდა რბილობს , თავიდან სოკო მეგონა,მივმართე დერმატოლოგს , გავუკეთეთ ანალიზები, მაგრამ სოკო არ აღმოჩნდა, ვაგრძელებ კვლევას ,მაგრამ ხომ არ შეგიძლიათ დამეხმაროთ და მირჩიოთ სად ვეძებო მიზეზი? რა შეიძლება იყოს გამომწვევი? რა ანალიზები გავიკეთოთ კიდევ? ჩაბარებული გვაქვს , სისხლის საერთო, კალცი,კრეატინინი, ჩავეწერეთ ეხოზეც , თქვენ ხომ არ გვირჩევთ ვის მივმართოთ,რა პროფილის სპეციალისტს ,,შემიძლია ფრჩხილის ფოტოც გამოგიგზავნოთ . მადლობა
პასუხი:


მოგესალმებით,
ზოგადად ფრჩხილის დისტროფია ფრჩხილბუდეში სისხლის მიმოქცევისა და ინერვაციის დარღვევით არის გამოწვეული.
ასევე, შესაძლოა მისი გამომწვევი ფსორიაზიც გახლდეთ. დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა შესაძლოა იგი განპირებებული იყოს როგორც იმუნოლოგიური ისე მემკვიდრული ფაქტორებით.
ნებისმიერ შემთხვევაში, დიაგნოსტირება და მკურნალობის დანიშნვნა დერმატოლოგის პრეროგატივაა.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციას, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი მიმართეთ სპეციალიზირებულ კლინიკას.
ამ ეტაპზე დერმატოლოგი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა