მოგესალმებით,
რთულია დისტანციურად გიპასუხოთ, თუმცა მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას და შევეცდებით დაგეხმაროთ.
სებორეა კანის საკმაოდ გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ირღვევა ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქცია. ამ დროს კანი შეცვლილი ქიმიური შემადგენლობის ცხიმის გაძლიერებულ გამოყოფას იწყებს. მისი გამომწვევი, უშუალო მიზეზი უცნობია.
სებორეა შეიძლება, განვითარდეს ნებისმიერ ადგილას, სადაც ცხიმოვანი ჯირკვლებია განლაგებული, მაგრამ უმეტესად ღია უბნებზე იჩენს თავს, ესენია:
- შუბლი;
- ცხვირი;
- ნიკაპი;
- დეკოლტეს მიდამო (ზურგისა და მკერდის ცენტრალური ნაწილები).
სწორედ აქ არის ყველაზე მეტი ცხიმოვანი ჯირკვალი. თქვენ აღნიშნეთ, რომ „კანი მუქდება 2 ტონით“, ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ცხიმოვანი ჯირკვლების ფორების გაფართოებით, არცთუ იშვიათად დაცობილი მუქი საცობებით (შავი ფერიმჭამელა). კანი გასქელებულია, იღებს ჭუჭყიან-მორუხო შეფერილობას, აქერცვლის ფიზიოლოგიური პროცესიც ასრულებს თავდაცვით როლს - მიკროორგანიზმებს აცილებს კანის ზედაპირს და „უბრუნდება თავის ფერს". რაც შეეხება ხელების სილურჯეს მოგახსენებთ.
ხელების სილურჯე
ვერ დაგიზუსტებთ რომ თქვენს შემთხვევაში თერაპიითაა გამოწვეული.
გალურჯება სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნიშანია. სამწუხაროდ არ ვიცით რა ფიზიოპროცედურები უტარებოდა თქვენს ვაჟიშვილს (არსებობს მათი მრავალსახეობა) და შესაბამისად, ვერ ვიმსჯელებთ ამ პროცედურების შესაძლო გვერდით ეფექტებზე. გირჩევთ, პირველ რიგში გაიაროთ კონსულტაცია დერმატოლოგთან, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგინიშნავთ აპრობირებულ და გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე, დერმატოლოგი არ გვყავს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!