გამონაყარი, წყლულები - დერმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა მოკლედ დაახლოებიt თვეზე მეტია მექავება მთელი სხეული და გამონაყარი მაქვს მოწითალო. ხელებზე თითებს შორის მაქვს ძალიან პატარა წყლულები რაც უფრო გაძლიერებულ ქავილს იწვევს. ბანაობის შემდეგ ვიტენიანებ კანს და გარკვეული პერიოდი აღარ მექავება. უბრალოდ საშუალება არ მაქვს ეს პერიოდი რომ გამოკვლევები ჩავიტარო და რას მირჩევთ? უბრალოდ სეზონური ალერგიაა კანის სიმშრალე თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე? ძალიან გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ ვიტანჯები ქავილით
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, კანზე ბუშტუკოვან გამონაყარსა და წყლულებს უამრავი დერმატოლოგიური დაავადება აჩენს.
ბუშტუკოვანი გამონაყარი ახასიათებს დისჰიდროზულ ეგზემას, მარტივ ჰერპესს, ჰერპეს-ზოსტერს, ბულოზურ ეპიდერმოფიტიას (სოკოვანი დაავადებაა), წყლულები კი ჩნდება ვენების ვარიკოზული დაავადების, გუმოზური სიფილისის, მგლურას, ქრონიკული წყლულოვანი პიოდერმიის დროს.
კანის დაავადებებს სხვადასხვა ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორი იწვევს, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, ბუშტუკის განვითარების მექანიზმი ერთნაირია. წამყვან როლს ასრულებს ეპითელური უჯრედების წინასწარი დეგენერაციული დაზიანება.
ზოგჯერ ბუშტუკების შიგთავსი ხმება, ქერქად იქცევა და კვალს არ ტოვებს, მაგრამ თუ ბუშტუკი ეპიდერმისის ქვეშ არის და დაზიანებულია დერმის დვრილოვანი შრე, მაშინ ბუშტუკების ადგილას ჩნდება ნაწიბურები.
გირჩევთ, მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც საჭირო ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, მოგახსენებთ გამომწვევი მიზეზისა და მკურნალობის შესახებ.
ამ ეტაპზე დერმატოლოგი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა