მზის ალერგია - დერმატოლოგია

კითხვა: მოგესალმებით.მზეში ყოფნა არასდროს მომწონდა .თითქმის ბავშვობიდან ვგრძნობდი რომ მას არ" მოვწონდი".სახეზე უამრავ ჭორფლებს მაყრიდა , რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ლაქებში გადავიდა .ამიტომ ვცდილობდა დავმალოდი მას და მხოლოდ ჩრდილში მევლო. მაგრამ ცხოვრება ისე არაა, როგორც ჩვენ გვინდა მოწყობილი. უამრავი სამუშაოს კეთებამ მომიწია სოფლად მზეში.დამალვა აღარ შემეძლო და სახეც სულ დამეჭორფლა.ასევე ხელებიც. მაგრამ ამას ვინ ჩივის .დამეწყო საშინელი ქავილი ფეხის თითებზე ეს კი მას შემდეგ მოხდა რაც ზღვაზე ვიყავი,მზე მხოლოდ ფეხის თითებზე მიყურებდა. მას შემდეგ ყოველ ივნისის თვეში საშინლად მექავება მხოლოდ ფეხის თითები. წელს კი თითქოს უფრო გავრცელდა და ზემოთ წამოვიდა ქავილი. ისეთი საშინელებაა სანამ კანს არ გადავიძრობ ვერ ვისვენებ .სისხლებს ვიდენ ქავილისაგან. მირჩიეთ რაიმე. როგორ მოვიქცე ,უკვე 43 წლის ვარ და ვატყობ ახლა უფრო მირთულდება მზესთან ურთიერთობა.მირჩიეთ რამე ,გთხოვთ. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
მზის ალერგია არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების აღსაწერად, რომლებსაც აერთიანებს მზის სინათლესთან კონტაქტის შემდეგ წითელი გამონაყარი.
მზის ალერგიის ყველაზე ხშირი ფორმაა პოლიმორფული გამონაყარი, ანუ ე.წ. „ მზით მოწამვლა".
ზოგიერთ ადამიანს აქვს მზის ალერგიის თანდაყოლილი ფორმა.
მზის ალერგიის მსუბუქი ფორმები მკურნალობის გარეშე ქრება. უფრო მძიმე შემთხვევებს სტეროიდული კრემები ან ტაბლეტები სჭირდება. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მწვავე მზის ალერგია, მზისგან თავის არიდება და დამცავი ტანსაცმლის ჩაცმა ესაჭირეობათ.
მზის ალერგია გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე შეიძლება სხვადასხვა შესახედაობის იყოს. ნიშნები და სიმპტომებია:

  •  სიწითლე;;
  • ქავილი ან ტკივილი;
  •  პატარა გამობურცულობები, რომლებიც შეიძლება გაერთიანდეს;
  •  აქერცვლა ან ქავილი;
  •  ბებერები ან ჭინჭრის ციება.

ნიშნები და სიმპტომები მხოლოდ მზესთან კონტაქტის შემდეგ ჩნდება, რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათში.
გირჩევთ აუცილებლად მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც მოგცემთ საჭირო რეკომენდაციებს და დაგინიშნავთ მზისგან დამცავ შესაბამის საშუალებებს.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს კლინიკაში, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა