ხელის გულების წვა - დერმატოლოგია

კითხვა: მიხურს ხელის გულები, განსაკუთრებით ღამით
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძებელია, თუმცა ვეცდებით, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
ხელის გულების წვა შესაძლოა, გამოიწვიონ შემდეგმა ფაქტორებმა:

  • საპონი, სარეცხი საშუალებები;
  • სუნამოები და კოსმეტიკური საშუალებები;
  • სიგარეტის კვამლი;
  • ალერგიული რეაქცია საკვებზე;
  • სტრესი;
  • კანის ბაქტერიული ინფექცია;
  • მშრალი კლიმატი;
  • კანის არასრულყოფილი დატენიანება;
  • ხანგრძლივი, მეტისმეტად ცხელი აბაზანა ან შხაპი.
  • კანის დამატენიანებელი ლოსიონი.

თუმცა, ალერგიული დაავადებების დიაგნოზს უმთავრესად კლინიკური სურათის საფუძველზე სვამენ.
ასევე, შესაძლოა თქვენი ჩივილის გამომწვევი იყოს ანგიოლოგიური პათოლოგია ან დერმატოლოგიური სხვა პრობლემა, რასაც დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ.
უმჯობესია, პირველ რიგში, კონსულტაცია გაიაროთ დერმატოლოგთან.
ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
თუ დერმატოლოგიური პათოლოგია გამოირიცხება, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში სადაც ანგიოლოგთა და ნევროლოგთა მაღალკვალიფიციური გუნდი გაგიწევთ დახმარებას.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა