გამონაყარი სახეზე - დერმატოლოგია

კითხვა: სახის კანზე მაქვს გამონაყარი.დრო და დრო ჩაცხრება და ისევ გამომაყრის.
პასუხი:

მოგესალმებით,
პაციენტების უმრავლესობას აწუხებს გამონაყარი სახეზე, გამომწვევი მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, მაგალითად: არარეაგულარული და არასაკმარისი ძილი, სტრესი, დეპრესია, სისხლის ცუდი ცირკულაცია, ჰორმონული დისბალანსი, ალერგია.
ძნელია დისტანციურად დაგისვათ სწორი დიაგნოზი, რის გარეშეც ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდის შერჩევა არაა რეკომენდებული. ამისათვის აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს ან ენდოკრინოლოგს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დაადგენს გამონაყარის გამომწვევ ზუსტ მიზეზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა