კითხვა: ამ ბოლო პერიოდში დამეწყო ქავილი ყელის და სახის მიდამოებში დილით და საღამოს ხანდახან მკლავზეც მექავება რა შეიძლება იყოს მკლავზე გამიარა ალერგიის ცამლები ვსვი და ყელში და სახეზე ისევ ვიქავებ რა შეიძლება იყოს
პასუხი:

მოგესალმებით,

დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, ზოგადად კანს შესაძლოა ბევრი სხვადასხვა ფაქტორი აღიზიანებდეს.

  • არასწორად შერჩეული ლოსიონები;
  • ტანის გელები.

შესაძლოა მიზეზი დაბალი ტემპერატურაც იყოს, რის გამოც კანი გამოშრა.

ასევე, შესაძლოა მიზეზი ალერგიული ფონი იყოს:

  • საკვებ პროდუქტებზე ალერგია;
  • მცენარეთა მტვერზე; 
  • ცხოველთა ბეწვზე;
  • ქერტლის ნაწილაკებზე; 
  • ობის სოკოს სპორებზე და ა.შ.

ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, ვიზიტი განახორციელოთ დერმატოლოგთან.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/23 
აღნიშნული სპეციალისტი, ამ ეტაპზე არ გვყავს ცენტრში, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა