მოგესალმებით!
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, თუმცა მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
სოკო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს, ზოგიერთი მათგანი აზიანებს კანს, თმას, შინაგან ორგანოებს, მაგრამ ყველაზე გახშირებული ფრჩხილის სოკო – ონიქომიკოზია.
სოკოსთვის ყველაზე კარგი პირობა არის ნესტი, ამიტომაც უმეტესად იგი ფეხის ფრჩხილზე ჩნდება. როცა პაციენტები დაბანის შემდეგ ფეხს კარგად არ იმშრალებენ, თითებს შორის რჩება ნესტი, რის გამოც ვითარდება სოკო. გარდა ამისა, სოკო შეიძლება გადავიდეს აუზებსა თუ საუნებში ჰიგიენის ნორმების დაუცველობით, სოკოთი დაავადებულის ფეხსაცმლის ჩაცმით. სოკოს წარმოქმნას ხელს უწყობს ბრტყელტერფიანობა და ვიწრო, დახურული ფეხსაცმლის ხშირი ტარება. ასევე, ზოგადად, უხარისხო ფეხსაცმელი და მომატებული ოფლიანობა.
თუ სოკო ფეხის ტერფზეა, თითებს შორის შეიმჩნევა სისველე და ნახეთქები. ახასიათებს ქავილი, წვა და სიწითლე.
გირჩევთ, მიმართოთ დერმატოლოგს, რათა თავიდან აირიდოთ მდგომარეობის გაუარესება.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღნიშნული ექიმი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა, ძალიან მაწუხებს ფეხის თითებს შორის არ ვიცი სოკოა თუ რა დაავადებაა მაქვს გაჭრილი ვერაფერი ვუშველე ,იქნებ მირჩიოთ რამე წამალი მადლობა
პასუხი: