კითხვა: როგორ ვუმკურნალო სებორეას რომელიც დიდი ხანია მტანჯავს და ბევრმა ექიმმა ვერ მიშველა ნუთუ არ შეიძლება განკურნება მიშველეთ რამე გთხოვთ
პასუხი:


მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას და შევეცდებით დაგეხმაროთ.
სებორეა კანის საკმაოდ გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ირღვევა ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქცია. ამ დროს კანი შეცვლილი ქიმიური შემადგენლობის ცხიმის გაძლიერებულ გამოყოფას იწყებს. მისი გამომწვევი, უშუალო მიზეზი უცნობია.
სებორეა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადგილას, სადაც ცხიმოვანი ჯირკვლებია განლაგებული, მაგრამ უმეტესად ღია უბნებზე იჩენს თავს. ესენია შუბლი, ცხვირი, ნიკაპი და დეკოლტეს მიდამო (ზურგისა და მკერდის ცენტრალური ნაწილები). სწორედ აქ არის ყველაზე მეტი ცხიმოვანი ჯირკვალი.
უმჯობესია, კვლავინდებურად გაიაროთ კონსულტაცია დერმატოლოგთან, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/23

გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე, დერმატოლოგი არ გვყავს, ამიტომ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა