აკრომიოკლავიკულური სახსარი - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა, Acromioclavicular Joint-ზე ოპერაციები თუ კეთდება თქვენთან?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის Acromioclavicular Joint;
  • ანამნეზური მონაცემები;
  • აკრომიოკლავიკულური სახსრის მკურნალობა.

Acromioclavicular Joint ანუ აკრომიოკლავიკულური სახსარი, ყველაზე ხშირად განიცდის მუდმივ სტრესს და ინტენსიურ დაძაბულობას დღის განმავლობაში, რაც იწვევს დისტროფიულ ცვლილებებს, ასეთი ტიპის დაზიანებები კი, მედიცინაში განისაზღვრება როგორც მხრის სახსრის ართროზი.
ართროზი არის ქრონიკული, დეგენერაციული ცვლილება ხრტილისა და მხრის ძვლოვანი ქსოვილის მიდამოში.
იმისთვის, რომ ამომწურავად გიპასუხოთ სასურველია, რომ ვიცოდეთ:

  • პაციენტის ასაკი;
  • სახსარში არის თუ არა მარილოვანი დეპოზიტები;
  • ხომ არ აქვს პაციენტს სისხლძარღვოვანი პათოლოგია;
  • ჰორმონული დარღვევები;
  • იმუნური დარღვევები;
  • მეტაბოლური დაავადებები.

akromioklavikuluri_saxsari

ზოგადად, მკურნალობის თვალსაზრისით ინიშნება:

  • ბიოლოგიურად აქტიური დანამატები და ვიტამინ-მინერალური კომპლექსები;
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები;
  • ფიზიოთერაპია;
  • ელექტროფორეზი.

თუ კონსერვატიულმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო, ტარდება ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც დაზიანებული სახსარი ჩანაცვლდება ხელოვნური სახსრით, რომელსაც ეწოდება ენდოპროთეზი. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ოპერაციული მკურნალობა მოლოდინს ვერ ამართლებს, რადგან სახსრის ფუნქცია ბოლომდე ვერ აღდგება.
ამ ეტაპზე, ჩვენს კლინიკაში აღნიშნული ოპერაცია არ ტარდება, ამიტომ ვერ დაგეხმარებით.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა