კითხვა: გამარჯობა, თუ შეიძლება განმიმარტეთ, ვალგუსი და პოდაგრა ერთი და იგივე დაავადებაა?
პასუხი:

მოგესალმებით,
უმეტეს შემთხვევაში,შეცდომით, პოდაგრას უწოდებენ იმ დაავადებას, რომელსაც ბუნიონი, ანუ Hallux Valgus ეწოდება. ბუნიონის დროს, ადგილი აქვს ტერფის დეფორმაციას და ბიომექანიკის დარღვევას.
„ჰალუს ვალგუსი „"hallux" - ფეხის ცერა თითის ლათინური დასახელებაა, "valgus" გულისხმობს ცერა თითის ანომალურ გადახრას, რაც ზოგადად ბუნიონისთვის არის დამახასიათებელი.
სტატისტიკის თანახმად, პოდაგრა უმეტესად გვხვდება მამაკაცებში (95%), ბუნიონი კი - ქალებში (98%).
ბუნიონის დროს კი, ტარდება მაკორეგირებელი ქირურგიული ჩარევა.
ბუნიონის სამკურნალოდ, მრავალი ქირურგიული მეთოდი არსებობს, რომლებიც მიზნად ისახავენ ტერფის ბიომექანიკის აღდგენას.
მეთოდი შეირჩევა უშუალოდ ქირურგის მიერ, ჩატარებული გამოკვლევების და პაციენტის ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ ჩარევა რბილი ქსოვილების დონეზე, შორსწასულ შემთხვევებში კი აუცილებელი ხდება ტერფის ძვლების კორექცია.
ოპერაციის დაგეგმვისთვის აუცილებელია ტერფის გამოკვლევა, ე.წ. პოდომეტრია და რენტგენოგრაფია.
ხოლო პოდაგრის დროს, რომელიც შარდმჟავა მარილების ცვლის დარღვევითაა განპირობებული, მკურნალობენ ანთების საწინააღმდეგო, შარდმჟავას შემცველობის დამაქვეითებელი საშუალებებით თუმცა, ქირურგიული ჩარევის თავიდან აცილება ყოველთვის ვერ ხერხდება.
პროცესის სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლებელია ჩატარდეს ოპერაცია, როგორც ადგილობრივი, ასევე სპინალური ანესთეზიით ან ზოგადი ნარკოზით.
მეთოდი შეირჩევა უშუალოდ ქირურგის მიერ, ჩატარებული გამოკვლევების და პაციენტის ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ ჩარევა რბილი ქსოვილების დონეზე, შორსწასულ შემთხვევებში კი აუცილებელი ხდება ტერფის ძვლების კორექცია.
ოპერაციის სირთულის შესაბამისად, რეაბილიტაციის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 6-დან 8 კვირამდე.
ამ ხნის განმავლობაში პაციენტი ატარებს სპეციალურ ფეხასაცმელს. გამორიცხული არ არის ამ პერიოდში საჭირო გახდეს ყავარჯნების გამოყენებაც (ჩატარებული ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე).

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27  

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა