მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ალცჰაიმერის დაავადება;
- რა იწვევს ალცჰაიმერის დაავადებას;
- ალცჰაიმერის სიმპტომები;
- რა არის მზის ჩასვლის სინდრომი;
- ალცჰაიმერის მკურნალობა.
ალცჰაიმერი ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს პროგრესულად და შეუქცევადია (უკურნებელი).
ალცჰაიმერის დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობია. მის გამომწვევთა ნუსხაში განიხილება:
- დიდი რაოდენობით ნერვული უჯრედის დაზიანება;
- ნერვული იმპულსების გადაცემისთვის აუცილებელი ნივთიერების უკმარისობა;
- მემკვიდრეობა (გენეტიკურ განწყობა);
- ტოქსიკური ლითონებით მოწამვლა;
- თავის ტვინის ტრავმა;
- ტვინის სიმსივნე;
- ჰიპოთირეოზი.
ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომებია:
- პროგრესირებადი გულმავიწყობა;
- ნაცნობი საგნების შეცნობის უუნარობა;
- ემოციური მოშლილობა;
- დეპრესია;
- მოუსვენრობა;
- დეზორიენტაცია;
- აპათია (განურჩევლობა) ირგვლივ მყოფი საგნების, ხალხისა და მოვლენებისადმი;
- ჰალუცინაციები, ბოდვითი იდეები;
- ნაცნობების ცნობის უუნარობა, უახლოესი ნათესავებისაც კი;
- მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები;
- დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.
რაც შეეხება მკურნალობას, დღეისთვის შესაძლებელია სიმპტომების შემსუბუქება, თუმცა, წამლების მოქმედების ვადა შეზღუდულია და ეფექტი მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდება, ისინი მხოლოდ ანელებენ პროცესს, რომლის შედეგადაც ზიანდება ნეიროტრანსმიტერები.
როგორც თქვენ აღწერთ პაციენტის უძილობას, იგი ალცჰაიმერის ერთ-ერთი თანმდევი პროცესია და მას, სამედიცინო ტერმინოლოგიით მზის ჩასვლის სინდრომი (Sundowning) ეწოდება, რომლისთვისაც, როგორც უკვე მოგახსენეთ დამახასიათებელია ე.წ. ხეტიალი.
ჩვენ ვერასდროს გადმოვცემთ სწორად იმ გრძნობებს, რომლებსაც ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანები განიცდიან.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითება ჩვენი მხრიდან არაეთიკური და არაპროფესიული იქნება.
იქიდან გამომდინარე, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა მოითხოვს 70 და მეტი ასაკის მქონე პირების თვითიზოლაციას, გირჩევთ, დაუკავშირდეთ დედათქვენის მკურნალ ექიმს დისტანციურად და სთხოვოთ, გაგიწიოთ კონსულტაცია და რეკომენდაცია.
ასევე, საწყის ეტაპზე, შეგიძლიათ, თქვენ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, თუ ვიზიტისას თან იქონიებთ ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების პასუხებს, მათი ობირქტური შეჯერების შემდეგ, შევძლებთ შევარჩიოთ შესაბამისი მედიკამენტი (ასეთი ამ ეტაპზე სამია) და დავნიშნოთ თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/nevrologia/20
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!