მოგესალმებით!
მსოფლიოს მოსახლეობის 30-40% ამ სნეულებით იტანჯება და მიუხედავად იმისა, რომ მისი მკურნალობის მეთოდები დღითი დღე იხვეწება, პაციენტების რაოდენობა არათუ არ იკლებს, იმატებს კიდეც.
ალერგია სხვადასხვანაირად ვლინდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია გამონაყარი, რომელსაც უმეტესად ქავილიც ახლავს თან.
არანაკლებ გავრცელებული ფორმებია ანგიონევროზული შეშუპება, იგივე კვინკეს დაავადება, ატოპიური დერმატიტი და კონტაქტური დერმატიტი.
ალერგიულ დაავადებათა გახშირების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს გარემოს დაბინძურება, კვების რეჟიმის მოუწესრიგებლობა, შენობისშიდა და შენობისგარეთა ალერგენების (ალერგიის გამომწვევი ნივთიერებების) აგრესიულობის მატება.
ალერგიის შესაძლო გამომწვევი ფაქტორებია:
- შალისა და ხელოვნური ქსოვილის სამოსი;
- საპონი, სარეცხი საშუალებები;
- სუნამოები და კოსმეტიკური საშუალებები;
- მტვერი და ქვიშა;
- სიგარეტის კვამლი;
- კვერცხი;
- არაქისი;
- რძე;
- თევზი;
- სოია;
- ხორბალი;
- მტვრის ტკიპა;
- ხავსის სოკო;
- მცენარის მტვერი;
- კატისა და ძაღლის ქერტლი;
- სტრესი;
- კანის ბაქტერიული ინფექცია;
- მშრალი კლიმატი;
- კანის არასრულყოფილი დატენიანება;
- ხანგრძლივი, მეტისმეტად ცხელი აბაზანა ან შხაპი.
კანის ალერგიული დაავადებების დიაგნოზს უმთავრესად კლინიკური სურათის საფუძველზე სვამენ.
დისტანციურად პრეპარატებზე მითითება ჩვენი მხრიდან არაპროფესიულია, მითუმეტეს არ ვიცით რა არის გამომწვევი მიზეზი, ასე რომ, თქვენც გირჩევთ თავი შეიკავოთ დამოუკიდებელად დანიშვნისაგან.
როცა დადგინდება მიზეზი, რაც ექიმის პრეროგატივაა, და დაინიშნება მკურნალობა, თავადაც შეატყობთ რომ შედეგი ( ქავილი და ა.შ) თავისით ალაგდება.
არასწორად შერჩეულმა პრეპარატმა, შესაძლოა გამოიწვიოს საპირისპირო შედეგი.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ალერგოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ქალბატონი თინა მურადაშვილი დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშივრდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!