მოგესალმებით,
ჭინჭრის ციება ფართოდ გავრცელებული დაავადებაა.
სახელი ამ დაავადებამ კლინიკური თავისებურების გამო მიიღო: კანზე არსებული გამონაყარი ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს. ამ გამონაყარს თან ახლავს:
- სიწითლე;
- შეშუპება;
- ქავილი;
- სხეულის ტემპერატურის მატება;
- თავის ტკივილი;
- სისუსტე.
ჭინჭრის ციება შეიძლება გამოიწვიოს:
- ფიზიკურმა (სითბო, სიცივე, წნევა, მზის რადიაცია);
- დერმოგრაფიულმა (ან მექანიკურმა) ფაქტორებმა;
- სამკურნალო საშუალებებმა;
- მტვერმა და ა. შ.
როცა მიზეზს ვერ პოულობენ, ჭინჭრის ციებას იდიოპათიურს უწოდებენ.
ჭინჭრის ციება უფრო ხშირად ალერგიული ბუნებისაა, ქრონიკული, მორეციდივე ფორმის შემთხვევაში კი კავშირი რომელიმე ალერგენთან (წამალთან, მტვერთან, საკვებთან) იშვიათად შეიმჩნევა.
თუ დადგინდა, თქვენს შემთხვევაში რა იწვევს ჭინჭრის ციებას, შესაძლოა ვილაპარაკოთ დადებით შედეგზე, რადგან გამომწვევი მიზეზის დადგენა პაციენტების მხოლოდ 5-30%-ში ხერხდება.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ალერგოლოგ თინა მურადაშვილთან, რომელიც დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშივრდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !