ანგიონევროზული შეშუპება - ალერგოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ძალიან დიდი იმედით გწერთ რომ იქნებ თქვენ მაინც დამეხმაროთ ძალიან დავიღალე ორი თვეა სახე დასიებული მაქ ლოყები ტუჩები ხანდახან თვალის ქუთუთოები მისივდება ოთხი ექიმი მოვიარე ანალიზები ძალიან ბევრი ავიღე მაგრამ არაფერი არ მაქვს არც ჩიყვი არც ღვიძლსა და თირკმელში არც განავლის და შარდის ანალიზში . მხოლოდ ამომივიდა ალერგიის მარკერი რომ გავიკეტე 184.2 ანუ ალერგია. შემდეგ შესაბამისად ექიმმა დამინიშნა მკურნალობა მაგრამ არაფერი არ მიშველა ექიმმა მითხრა ალერგია კი არის მაგრამ ამდენიხანი უნდა გაევლო ისეთი წამლები დაგინიშნეო. გთხოვთ დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. მსოფლიოს მოსახლეობის 30-40% ამ სნეულებით იტანჯება და მიუხედავად იმისა, რომ მისი მკურნალობის მეთოდები დღითი დღე იხვეწება, პაციენტების რაოდენობა კი, არათუ არ იკლებს, იმატებს კიდეც.
ალერგია სხვადასხვანაირად ვლინდება. მისი არანაკლებ გავრცელებული ფორმაა – ანგიონევროზული შეშუპება, იგივე კვინკეს დაავადება.
ალერგიულ დაავადებათა გახშირების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • გარემოს დაბინძურება;
  • კვების რეჟიმის მოუწესრიგებლობა;
  • შენობისშიდა და შენობისგარეთა ალერგენების (ალერგიის გამომწვევი ნივთიერებების) აგრესიულობის მატება.

ალერგიის შესაძლო გამომწვევი ფაქტორებია:

  • შალისა და ხელოვნური ქსოვილის სამოსი;
  • საპონი, სარეცხი საშუალებები;
  • სუნამოები და კოსმეტიკური საშუალებები;
  • მტვერი და ქვიშა;
  • კვერცხი, არაქისი, რძე, თევზი, სოია, ხორბალი;
  • მტვრის ტკიპა, ხავსის სოკო, მცენარის მტვერი, კატისა და ძაღლის ქერტლი;
  • კანის ბაქტერიული ინფექცია და ა.შ.

კანის ალერგიული დაავადებების დიაგნოზს უმთავრესად კლინიკური სურათის საფუძველზე სვამენ.
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით რა არის შეშუპების ზუსტი გამომწვევი მიზეზი გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მაღალკვალკვალიფიციური ექიმი–ალერგოლოგი თინა მურადაშვილი გაგიწევთ დახმარებას., დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, დასვამს დიაგნოზს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
შესაძლოა, დიაგნოსტირებაში ჩაერთოს სხვა სპეციალისტიც.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაგვიკავშივრდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა