კითხვა: გამარჯობა.მაქვს სპაზმები ალერგიული.რომელიც შეგრძნება მაქვს ისეთი თითქოს უჰაერობა კუჭიდან მოდის და ამოდის ზემოთ.რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად ასეთი სპაზმები, რამდენიმე დაავადებს დროს ვითარდება, ესენია:

  • მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი;
  • ბრონქული ასთმა;
  • ფილტვების ემფიზემა;
  • ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
  • მუკოვისციდოზი.

სწორედ ალერგიის ერთ-ერთი გამოვლინება ბრონქოსპაზმი, რომელიც ლორწოთი ამოვსებით, ანთებითა და ლორწოვანის შეშუპებით მიმდინარეობს.
ბრონქოსპაზმის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია რისკფაქტორების აღმოფხვრა. უნდა ერიდოთ შემდეგ ალერგენებს:

  • მცენარეთა მტვერი;
  • ცხოველთა ბეწვისა და ქერტლის ნაწილაკები;
  • ობის სოკოს სპორები.

გარდა ამისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს პოლინოზზე (ალერგია ყვავილებზე), იმ შემთხვევაში თუ სახლის პირობებში ახარებთ და უვლით მცენარეებს.
გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში ალერგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა