სინჯი ანესთეზიაზე - ალერგოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპიული ოპერაციის დროს როცა ნარკოზით კეთდება ოპერაცია საჭიროა თუ არა სინჯი ანესთეზიაზე?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ალერგიული სინჯების ჩატარება ქირურგიული მკურნალობის ტიპზე დამოკიდებული არ არის.
თუ წინასაოპერაციო ანამნეზში გამოიხატება, რომ პაციენტს აქვს მძიმე ალერგიული ფონი და წარსულში ჰქონდა ანაფილაქსიური რეაქცია ან აქვს ალერგია მრავალ მედიკამენტსა თუ საკვებ პროდუქტზე, რომელიც შესაძლოა თუნდაც ჯვარედინ კავშირში იყოს საანესთეზიო პრეპარატებთან , ასეთ შემთხვევაში, წინასაოპერაციო კვლევებში ჩაერთვება ალერგოლოგი და ჩატარდება ალერგიული სინჯები. თუმცა, ზოგადად, ეს ყოველივე, წინასაოპერაციო ტესტების რუტინული შემადგენელი ნაწილი არ არის.
უმჯობესია, ამ საკითხთან დაკავშირებით, გაესაუბროთ მკურნალ ექიმს და ანესთეზიოლოგს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა