მოგესალმებით!
ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება) ფართოდაა გავრცელებული.
სახელი ამ დაავადებამ კლინიკური თავისებურების გამო მიიღო: კანზე არსებული გამონაყარი ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს. ამ გამონაყარს თან ახლავს სიწითლე, შეშუპება და ქავილი. შესაძლოა, სხეულის ტემპერატურამაც აიწიოს, დაერთოს თავის ტკივილი და სისუსტე.
ჭინჭრის ციება შეიძლება გამოიწვიოს: ფიზიკურმა (სითბო, სიცივე, წნევა, მზის რადიაცია), დერმოგრაფიულმა (ან მექანიკურმა) ფაქტორებმა (ვთქვათ, სავარცხლით კანის გაღიზიანებამ (დაზიანებამ)), სამკურნალო საშუალებებმა, მტვერმა და ა. შ.
როცა მიზეზს ვერ პოულობენ, ჭინჭრის ციებას იდიოპათიურს უწოდებენ.
ჭინჭრის ციება უფრო ხშირად ალერგიული ბუნებისაა, ქრონიკული, მორეციდივე ფორმის შემთხვევაში კი კავშირი რომელიმე ალერგენთან (წამალთან, მტვერთან, საკვებთან) იშვიათად შეიმჩნევა.
თუ დადგინდა, თქვენს შემთხვევაში რა იწვევს ჭინჭრის ციებას, შესაძლოა ვილაპარაკოთ დადებით შედეგზე, რადგან გამომწვევი მიზეზის დადგენა ავადმყოფების მხოლოდ 5-30%-ში ხერხდება.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ალერგოლოგი თინა მურადაშვილი დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშივრდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა. მაქვს ალერგია-ჭინჭრის ციება.თუ ინკურნება მაინტერესებს.
პასუხი: