მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ანაფილაქსიური შოკი, ორგანიზმში ალერგენის განმეორებით მოხვედრის შემდეგ განვითარებული დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა. იგი განისაზღვრება, როგორც სერიოზული ალერგიული ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელიც იწყება სწრაფად და შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
ანაფილაქსიის დიაგნოზი ეფუძნება უპირველეს ყოვლისა კლინიკურ სიმპტომებს და ნიშნებს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე.
ანაფილაქსიური რეაქციისთვის დამახასიათებელია:
- ცხვირის, პირის, კანისა და კუჭის გაღიზიანება, მაგალითად, გამონაყარი, დიარეა ან ჰიპერემია;
- სუნთქვის გაძნელება;
- დაბალი არტერიული წნევა, რომლის გამოც სავსებით შესაძლებელია ადამიანს წაუვიდეს გული, შეაწუხოს თავბრუსხვევამ ან თავი იჩინოს დაბნეულობამ;
- ენის, ტუჩის ან ყელის შეშუპება;
- ყლაპვის გაძნელება.
ძირითად ალერგენებს წარმოადგენენ:
- მცენარეების მტვერი;
- დანესტიანებულ ადგილებში განვითარებული ობი და შმორი (მიკროსკოპული სოკოები);
- ცხოველების ბეწვი;
- საყოფაცხოვრებო მტვერი;
- სხვადასხვა საკვები პროდუქტები (თხილი, არაქისი, ნიგოზი, თაფლი, შოკოლადი და ა.შ.)
თქვენს შემთხვევაში თუ რა იწვევს ალერგიას, ჩვენთვის ძნელი სათქმელია ,ცუდია , რომ ტოვებდით კლინიკას თუ დიაგნოსტიკა და გამოჯანმრთელების პროცესი არ იყო დასრულებული.
აუცილებლად უნდა მიიღოთ ექიმ-ალერგოლოგის კონსულტაცია და ჩაიტაროთ ალერგოლოგიული გამოკვლევა ჭეშმარიტი დიაგნოზის დასადგენად.
არსებობს აუტოიმუნური ალერგიული რეაქციები , რომელშიც მონაწილეობს ისეთი მნიშვნელოვანი ორგანო, როგორიცაა ელენთა და სწორედ ის მდებარეობს მარცხნივ, ნეკნთა რკალის ქვევით, მუცლის ღრუში.
გარდა ამისა საჭიროა თქვენი გამოკვლევა ჰელმინთების (ნაწლავური ჭიების ) არსებობაზე ,რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ალეგიული რეაქციების განვითარება.
თითოეულ ალერგიულ დაავადებას აქვს საკუთარი გამოკვლევის გეგმა. სწორი დიაგნოზის დასმა კი, შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევის შემდეგ და არა მხოლოდ ერთი ანალიზით.
მიჰყევით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ალერგოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ქალბატონი თინა მურადაშვილი გაგიწევთ დახმარებას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
ალერგოლოგთან აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!