მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ჭინჭრის ციება;
- ჭინჭრის ციების ტიპები;
- ჭინჭრის ციების ქვეტიპები;
- როგორ ვლინდება ურტიკარია;
- რა იწვევს ჭინჭრის ციებას;
- ურტიკარიის დიაგნოსტირება;
- ჭინჭრის ციების მკურნალობა.
ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია, არის გარდამავალი გამონაყარი, რომლის მორფოლოგიური ელემენტია ბებერა.
ჭინჭრის ციება შეიძლება იყოს:
- აუტოიმუნური;
- ზეწოლის შედეგად განვითარებული;
- იდიოპათიური (როდესაც მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება);
- არაალერგიული - უპირატესად მემკვიდრეობითი;
- სისხლის პლაზმაში არსებული კომპლემენტის სისტემის ცილების კომპონენტების დეფიციტით განპირობებული.
პრობლემა შესაძლოა, ისეთ პაციენტებსაც შეექმნათ, რომელთაც ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები აქვთ.
ურტიკარიას აქვს მრავალი ქვეტიპი, მაგალითად:
- მწვავე ურტიკარია;
- კვინკეს შეშუპება;
- ქრონიკული მორეციდივე ურტიკარია;
- მზისმიერი ურტიკარია (ფოტოდერმატოზის სახესხვაობა);
- აუტორეაქტიული ურტიკარია;
- ინფექციური ურტიკარია;
- არატოლერანტული ურტიკარია;
- ჭინჭრის ციებით მიმდინარე ვასკულიტი;
- შნიტცლერის სინდრომი.
სახელი ამ დაავადებამ კლინიკური თავისებურების გამო მიიღო: კანზე არსებული გამონაყარი ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს, ამ გამონაყარს კი, თან ახლავს:
- სიწითლე;
- შეშუპება;
- ქავილი;
- სხეულის ტემპერატურის მატება;
- თავის ტკივილი;
- სისუსტე.
ჭინჭრის ციება შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ფაქტორებმა როგორიცაა:
- ფიზიკური ფაქტორი (სითბო, სიცივე, წნევა, მზის რადიაცია);
- დერმოგრაფიული (ან მექანიკური) ფაქტორები;
- სამკურნალო საშუალებები;
- მტვერი;
- ჰელიკობაქტერია.
ჭინჭრის ციება უფრო ხშირად ალერგიული ბუნებისაა, ქრონიკული, მორეციდივე ფორმის შემთხვევაში კი, კავშირი რომელიმე ალერგენთან (წამალთან, მტვერთან, საკვებთან) იშვიათად შეიმჩნევა.
ურტიკარიის დიაგნოსტირებისთვის ტარდება შემდეგი კვლევები:
- ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
- სისხლის საერთო ანალიზი;
- სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
- გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
- ბილირუბინის განსაზღვრა;
- ქოლესტერინის განსაზღვრა;
- კრეატინინის განსაზღვრა;
- კანის ალერგიული სინჯები.
თუ დადგინდა, თქვენს შემთხვევაში რა იწვევს ჭინჭრის ციებას, შესაძლოა ვილაპარაკოთ დადებით შედეგზე, რადგან გამომწვევი მიზეზის დადგენა პაციენტების მხოლოდ 5-30%-ში ხერხდება.
მკურნალობის დროს, გამომწვევი მიზეზის შესაბამისად ინიშნება:
- სისტემური სტეროიდები;
- ანტიჰისტამინური პრეპარატები;
- H2 რეცეპტორების ანტაგონისტები;
- არასელექტიური ბლოკერები;
- ადგილობრივი კრემები;
- კორტიკოსტეროიდები.
რაც მთავარია, უნდა ეცადოთ და არ მოიქავოთ. აუცილებლად ჩააყენეთ თქვენი ექიმი მკურნალობის მიმდინარეობის საქმის კურსში.
ასევე შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ალერგოლოგი თინა მურადაშვილი ჩატარებული კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, განსაზღვრავს მკურნალობის სათანადო მეთოდს.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშივრდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!