კიდურების შეშუპება - ალერგოლოგია

კითხვა: გამარჯობა კითხვა მაქვს რა შეიძლება იწვევდეს ხელების ფეხების შეშუპებას ქავილს სიწითლეს და შემდეგ წვას
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში, დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა, ქავილისა და შეშუპების მიზეზი, შესაძლოა ალერგიული რეაქცია იყოს ალერგენზე, საკვებზე, ჰიგიენურ საშუალებაზე და ა.შ.
ასევე, შესაძლებელია მიზეზი იყოს სისხლძარღვოვანი პათოლოგია, პოლიართრიტი.
პირველ რიგში, სასურველია ვიზიტი განახორციელოთ ალერგოლოგთან, თუ გამოირიცხება ამ სპეციალობის პათოლოგიები, ექიმი თავად გადაგამისამართებთ.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ალერგოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დაგენიშნებათ ინდივიდუალური მკურნალობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა