კითხვა: გამარჯობა.ათი დღეა მაწუხებს კანის ქავილი ალერგოლოგთან ვიყავი და გამომიწერა წამლებიც.ორი დღე კარგად ვიყავი მაგრამ,ისევ დამეწყო.ხო ვერ მეტყვით ვის მივმართო ან რა გავაკეთო.
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, კანზე გამონაყრის გარეშე ქავილის შესაძლო მიზეზებია: კანის სიმშრალე, ატოპია ან კონტაქტური ალერგია.
ასევე, შესაძლოა უკავშირდებოდეს არაერთ პათოლოგიას (შინაგანი ორგანოებისა თუ ნერვული სისტემის დაავადებების ერთ-ერთი სიმპტომია).
ჩივილის მიზეზი შეიძლება იყოს სარეცხი საშუალება, რომელსაც იყენებთ ტანსაცმლის თუ საწოლის თეთრეულის რეცხვისას.
მიმართეთ ისევ თქვენს მკურნალ ექიმს და ჩააყენეთ მკურნალობის მიმდინარეობის კურსში, რათა საჭიროების შემთხვევაში, შეცვალოს დანიშნული რეკომენდაცია.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ალერგოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზს შეკრებისა და საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების დანიშვნის შემდეგ, ექიმი შეგირჩევთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა