ალკოჰოლის უარყოფითი გავლენა - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა. 26 წლის ვარ 2 კვირის განმავლობაში მქონდა მაღალი წნევები 200/ 160/150 ზოგადად არ ვატარებ მაღალ ნწევას 110/70 ყველა გამოკვლევა ჩავიტარე და ნორმაში მაქვს ყველაფერი. შეიძლება მიზეზი ალკოჰოლი ყოფილიყო? 1 თვე მიწევდა თითქმის ყოველ დღე სმა. მანამდე საერთოდ არ ვსვავდი ძალიან იშვიათად.მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით, 

მოგახსენებთ, რომ უმეტეს ალკოჰოლურ სასმელებში შედის ქიმიური ნივთიერება — ეთილის სპირტი ანუ ეთანოლი. ეს არის ნეიროტოქსინი, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ან მოშალოს ნერვული სისტემა.

ალკოჰოლის რეგულარულად მიღებას შეიძლება საზიანო შედეგები მოჰყვეს — ფიზიკური, გონებრივი ან სოციალური. 

რაც, შეეხება თქვენს შეკითხვას,  არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს გულის, თავის ტვინისა და თირკმლების სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების უმთავრეს რისკ–ფაქტორს.

არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა დადგენილია ის რისკ–ფაქტორები, რომელთა არსებობა ხელს უწყობს ამ დაავადების განვითარებას. ეს ფაქტორებია:

  •  მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა;
  •  ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა (ჰიპოდინამია);
  •  სიმსუქნე;
  • სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება;
  • ჰიპერლიპიდემია (ლიპოპროტეინის ანომალური მატება);
  •  ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
  •  თამბაქოს მოწევა. 

სასურველია დარწმუნებით გამოირიცხოს კარდიოლოგიური პრობლემები, ამიტომ შემოგთავაზებთ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილ გამოკვლევას,  რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა