მოგესალმებით,
ალოპეცია (გამელოტება) თმის პათოლოგიური ცვენაა, რასაც თავის ან სხეულის განსაზღვრულ ადგილებზე თმის საფარის გამეჩხერება ან გაქრობა მოსდევს. როგორც აღნიშნავთ გაწუხებთ თავის ტკივილებიც, დისტანციურად დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია, საჭიროა სათანადო გამოკვლევების ჩატარება, კვალიფიციური კონსულტაცია, სწორი დიაგნოზის დასმა და შემდეგ სათანადო მკურნალობა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს და სპეციალისტის პრეროგატივაა.
თქვენს შემთხვევაში საყურადღებოა რამოდენიმე ჩივილის ერთდროული და ლოკალიზაციის მიხედვით თანხვედრილი არსებობა. რის გამოც ვთვლით,რომ საჭიროა თავის ტვინის გამოკვლევა და ამ მიზნით შემოგთავაზებთ კლინიკაში მიმდინარე მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასა და ნევროლოგის კონსულტაციას.
გამოკვლევის შემდეგ, ჩვენი მაღალკვალიფიციური ნევროლოგი, შეგირჩევთ მოქმედების სათანადო გეგმას.
გაცნობებთ რომ, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა ვარ 26 წლის მარცხენა მხარეს თავზე თმა გამცვივდა დს ეს აშკარად შესამჩნევია უკვე დიდი ხანია და არც ამომსვლია და ზუსტად მაგ მხარეზე მაქვს ტკივილები უცებ მივლის და მერე საფეთქელთან მირტყავს რისი ბრალია ან რომელ ექიმს უნდა მივმართო?? ასევე მაქვს თვალის წნევა მაგის ბრალი ხომ არაა??
პასუხი: