კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს თუ პაციენტს აქვს ანევრიზმა და სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია, არ აქვს ერთიანი თანხა, აქვს ჩვეულებრივი საყოველთაო დაზღვევა, ამ შემთხვევაში რა შეღავათი გაქვთ კლინიკაში
პასუხი:
მოგესალმებით,
თუ დაგვიზუსტებთ, კონკრეტულად რის ანევრიზმაზე გაქვთ საუბარი, შევეცდებით მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია.
ხოლო, თუ გადაუდებელი შემთხვევაა და პაციენტი რომელიმე კლინიკაში წევს, მაშინ გადმოყვანის პროცედურა უნდა იყოს განხილული.
რაც შეეხება შეღავათს, ამაზე შეგვიძლია მხოლოდ მას შემდეგ ვიმსჯელოთ , როდესაც სრულ კლინიკურ სურათს გავიგებთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!