ანორგაზმია ხშირი მდგომარეობაა, რომელიც ბევრ ქალს აწუხებს, ეს არის სექსუალური დარღვევის სახე, რომლის დროსაც ადამიანს არ შესწევს უნარი, მიაღწიოს ორგაზმს არც სექსუალური აქტის და არც სხვა საშუალებებით სასქესო ორგანოების სტიმულაციის დროს. ანორგაზმიის გამომწვევი მიზეზები იყოფა ფსიქოგენურ და სომატოგენურ (ანუ ორგანულ, სხეულებრივ) მიზეზებად. უფრო ხშირად მას განიხილავენ როგორც ფსიქოგენურ დარღვევას, თუმცა, იგივე ანორგაზმია შეიძლება გამოიწვიოს სომატურმა დაავადებებმა. მაგალითად, ჰორმონულმა დარღვევებმა, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიებმა, შაქრიანი დიაბეტის დროს განვითარებულმა ნეიროპათიებმა, გაფანტულმა სკლეროზმა, მენჯის ძვლების ტრავმებმა და ასე შემდეგ.
ასეთი დარღვევების დროს წყვილის ერთდროული გამოკვლევა მიმდინარეობს.
უმჯობესია მიბრძანდეთ ექიმ–სექსოლოგთან და დააზუსტოთ წარმოშობის მიზეზი.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მაქვა სექსუალური პრობლემები.ვერ განვიცდი ორგაზმს.14 წელია გათხოვილი ვარ და ვერანაირ სიამოვნებას ვერ განვიცდი.თავიდან მეგონა ეს ნორმალური იყო მერე და მერე გამოსწორდებოდა მაგრამ ეხლა უკვე ცუდად ვხდები,შეიძლება თუ არა რაიმე მედიკამენტური მკურნალობა ან ვის მივმართო...
პასუხი: