მოგესალმებით,
მოგახსენებთ, თქვენს მიერ აღნიშნული „პოლიკლინიკაში ვარ დაზღვეული“, დასაზუსტებელია .კერძოდ ხართ საყოველთაო ჯანდაცვის თუ კერძო სადაზღვევო კომპანიის ბენეფიციარი ,რომელთაც ასევე აქვთ საკუთრი ,პოლიკლინიკის სტილის დაწესებულებები .
თუ თქვენ სხვა კლინიკაში არ ხართ აღრიცხვაზე, მაშინ შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" სადაც, მოქმედებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული – დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამა.
ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამის პირობებით გათვალისწინებული მომსახურების ვაუჩერის მისაღებად ორსულობის მე-12 კვირამდე უნდა მოგვმართოთ.
პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა გინეკოლოგიურ მომსახურებებს ( ექიმთან კონსულტაცია ,ანალიზები, ექოსკოპია).
რაც შეეხება მშობიარობის თუ საკეისრო კვეთის ღირებულებებს ,სასურველია გაარკვიოთ ჩვენს კლინიკაში ექიმთან ვიზიტის დროს .
დამატებით გაცნობებთ ,რომ კლინიკა „ახალ სიცოცხლეში „ შექმნილია მაქსიმალურად კომფორტული გარემო ორსულისა და მშობიარისთვის .
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს ახალ სიცოცხლეში ორსულის ისტორიის გახსნა როგორ ხდება? რა შეღავათები არსებობს? თუ პოლიკლინიკაში ვარ დაზღვეული, უნდა ამოვეწერო, რომ თქვენთან დაზღვევით ვისარგებლო? ან თუ მოქმედებს საერთოდ დაზღვევა? რა პროცედურებია საჭირო თქვენთან დარეგისტრირებისთვის? ჩემთვის პირველი ორსულობაა და ვერაფერში ვერკვევი. წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისთვის. ვარ მეექვსე კვირაში.
პასუხი: