მოგესალმებით!
წითელა, წითურა, ჩუტყვავილა და სხვა მსგავსი დაავადებები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს მომავალი დედებისთვის. ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში ჩუტყვავილა არ გადაუტანია, ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაავადდეს, თანაც რაც უფრო ასაკოვანია პაციენტი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება.
ჩუტყვავილა ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით ვრცელდება, განსაკუთრებით საშიშია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. იმის გასარკვევად, აქვს თუ არა ქალს წითურას საწინააღმდეგო იმუნიტეტი, აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩაბარება წითურას საწინააღმდეგო ანტისხეულებზე. თუ სისხლში ანტისხეულები არის, მაშინ ბავშვი და დედა ამ დაავადებისგან დაცულნი არიან. თუ Ig-G ანტისხეულების ტიტრი მაღალია, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქალს ამ დაავადებისადმი იმუნიტეტი აქვს, დაორსულებამდე უკვე ავად იყო წითურათი ან გაიკეთა წითურას საწინააღმდეგო ვაქცინა და ბავშვი დაცულია დედის ანტისხეულებით, რაც ბლოკავს ვირუსის მოქმედებას.
Ig- M-ის მაღალი ტიტრი კი იმაზე მეტყველებს, რომ დაავადება ადრეულ (მწვავე) სტადიაშია და აუცილებელია იმის დადგენა, ორსულობის რომელ ტრიმესტრში მოხდა ინფიცირება. ეს ორსულისთვის ყველაზე საშიში ვარიანტია, რადგან ამ დროს ვირუსი შეიძლება პლაცენტაში შეიჭრას და ნაყოფს ავნოს.
თუ ინფიცირება ორსულობის I ტრიმესტრში მოხდა, ნაყოფის დასნებოვნების ალბათობა 60%-ია, II ტრიმესტრში - 50-15%, ხოლო III ტრიმესტრში - 10-15%.
პაციენტი გადამდებია, გამონაყარის გაჩენამდე 1-2 დღე-ღამის განმავლობაში და 3-7 დღეს მისი გაქრობის შემდეგ.
გართულებების თავიდან ასაცილებლად, სასურველია მომავალმა დედამ ჩაიტაროს ლაბორატორიული ანალიზები ანტისხეულებზე.
რაც შეეხება პატარას მოგცემთ რამოდენიმე რჩევას:
- აუცილებლად დაიცავით ჰიგიენის ნორმები;
- ყოველ დღე გამოუცვალეთ ტანსაცმელი და თეთრეული;
- კვების შემდეგ, გამოავლეთ პირში წყალი;
- მიაქციეთ ყუარდღება არ მოიქავოს გამონაყარი (შესაძლოა გაუმიზეზდეს) ;
- დააჭერით ფრჩხილები.
უფრო დეტალური ინფორმაციისათვის, მომავალ დედას შეუძლია, მობრძანდეს ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ , მეან–გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეს სამშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით, ნომერზე 577 05 99 00.
რაც შეეხება პატარას, ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით, მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!