აქსელერაცია

კითხვა: მოზარდს წამოდგომისას აქვს ,,თვალებში დამიბნელდა"სჩივილი ..გემოგლობინი ნორმის ფარგლებშია...სისხლის საერტო ანალიზი
პასუხი:

მოგესალმებით! თქვენი ჩივილების მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, მაგალითად: შუა ყურის პრობლემები, გარკვეული მედიკამენტები, ანემია, ჰიპოგლიკემია მნიშვნელობა აქვს ასევე მოზარდის სქესსაც, სავარაუდოდ სისხლის მიწოდების შეზღუდვა აღენიშნება მოზარდს, ჯდომის ან წოლის შემდეგ, უცებ წამოდგომისას, ტვინს არ მიეწოდება ჟანგბადი, სწორედ ამიტომ გამოიხატება ჩივილი „თვალებში დამიბნელდა“. ასევე შესაძლოა სხვა შემთხვევას ჰქონდეს ადგილი როგორიცაა აქსელერაცია.ამ ასაკში ხშირია სიმაღლეში სწრაფი მომატება .ამის შედეგად მანძილი გულიდან და მითუმეტეს პერიფერიიდან ტვინამდე სწრაფად და უჩვეულოდ იმატებს.მოზარდის გულ–სისხლძართა სისტემა კი ვერ ასწრებს ამ დროისათვის სათანადო ადაპტირებას .ეს სისტემა გაცილებით უფრო გვიან გადაეწყობა ხოლმე ახალ რეალობაზე და მოგვიანებით იყალიბებს სისხლის ადექვატური ცირკულაციისათვის საჭირო მექანიზმებს .
სამწუხაროდ დისტანციურად, უფრო ზუსტ და კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა ემსხურება 15 და მეტი ასაკის მქონე პირებს, გთხოვთ მიმართოთ ასაკობრივ კლინიკას. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა